ჯანდაცვის მინისტრი ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებს და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე.