ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა გურიის პოლიციამ
ორივე წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ, მათი პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები , ხელყუმბარა , მჭიდები და ვაზნები ამოიღო.სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი" და „ბუპრენორფინი“.დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
