შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ მან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უკანონო ქმედების, კერძოდ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა. გარდა ამისა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლო იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
