2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება. გორის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა დღეს განათლების მინისტრი. გივი მიქანაძემ საგამოცდო პროცესი შეაჯამა. ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. უკვე დაწყებულია საგამოცდო ნაშრომების გასწორება.