ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია და დემოკრატიული პარტია 4 წლის განმავლობაში მალავდნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ქმედუუნარობას. მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა ადამიანს, რომლის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები სწრაფად უარესდებოდა. ჯონსონი დემოკრატებს ამერიკის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო და სახიფათო პოლიტიკური ფარსის ორკესტრირებაში ადანაშაულებს.