შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა და კონსერვატორმა აქტივისტებმა კიევში გამართული საპროტესტო აქციები ვოლოდიმერ ზელენსკის მთავრობის კოლაფსის დასაწყისად შეაფასეს
უკრაინის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებას მოჰყვა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვოლოდიმერ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა. ტეილორ გრინმა უკრაინელებს პროტესტი მოუწონა და ზელენსკის გადაყენებისკენ მოუწოდა.
