ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, "დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო, გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს ღამის 02:00 საათამდე მოემსახურება. კონცერტის გამო, "დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ღამის 01:00 საათამდე იმოქმედებს.