ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის მერიას გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა
როგორც თბილისის მერმა განაცხადა სამომავლოდ დაგეგმილია ამ ტერიტორიის განვითარება. კახა კალაძის განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად განახლდება, თავისი ახალი საფარით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.