ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, რომელთანაც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში, მათ შორის, როგორიცაა ტრასეკა და შუა დერეფანი.