საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი შეფასება საქართველოს შესახებ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი შეფასება საქართველოს შესახებ - გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021 წლიდან ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9 პროცენტს აღემატება, საჯარო ვალი კი 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 36 პროცენტამდე შემცირდა. სავალუტო ფონდი ამავე მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშში დადებით პროგნოზსაც აკეთებს.