სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა
ბოლქვაძე მეოთხედფინალში ესპანელ ჩიარონი კუტიასთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში იპონით გაიმარჯვა ჯერ უკრაინელ კირილ სტეტსთან, შემდეგ კი ბელგიელ კოენ გილბერტთან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოლიმპიურ ფესტივალზე 12 ძიუდოისტით ასპარეზობს.
