ევროპის ბალკანეთის რეგიონი ტყის ხანძრებს ებრძვის
სტიქია მძვინვარებს სერბეთში, კოსოვოსა და ალბანეთში. სერბეთში ხანძრის 11 კერაა. ვრცელდება ცნობები რამდენიმე დაშვებულის შესახებ. კოსოვოში ცეცხლი დასახლებულ რაიონებს მიუახლოვდა. განადგურებულია 200 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი. მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ალბანეთში ცეცხლის ჩაქრობას სპეციალური ავიაციით და დრონებით ცდილობენ, სტიქია რთულად მისადგომ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
