უკრაინაში ომისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ პოლონეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადების გამო, ვარშავა ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსეთში უკვე მყოფ მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. „უსაფრთხოების ვითარების მკვეთრად გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლოა გაცილებით უფრო რთული ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს” - ნათქვამია განცხადებაში.
