უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს ევროკომისარი მარტა კოსი გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა
უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომლითაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა უქმდება, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული უწყებების დამოუკიდებლობა უკრაინის ევროინტეგრაციისთვის არსებითია საკითხია. უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის დამტკიცება კიევში ათასამდე უკრაინელმა გააპროტესტა. კანონს ხელი უკვე მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
