რუსეთი დონეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლების დაკავების შესახებ იტყობინება
ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრის ცნობით, საბრძოლო მოქმედებებისას უკრაინის რადიოელექტრონული სადგური და იარაღის 13 საცავი გაანადგურეს. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინულმა ძალებმა იერიშები კურსკის მიმართულებით, რუსული არმიის ცოცხალ ძალაზე, სამხედრო ტექნიკაზე, ასევე სარაკეტო და საარტილერიო დანადგარებზე მიიტანეს. კიევი აცხადებს, რომ უკრაინამ თავდაცვით დრონებთან დაკავშირებით კიდევ ოთხ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტია.
