საპატრულო პოლიციამ თბილისში ერთი ადამიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა
ის წარსულში ნასამართლევია. დაკავებულის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
