სახელმწიფოს მხარდაჭერა ფერმერებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს შიდა ქართლს ესტუმრა. დავით სონღულაშვილმა მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო, საკალმახე და სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და ფერმერებს შეხვდა. მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებსაც ესაუბრა. ასევე დაათვალიერა სატყეო სამსახურის რეაბილიტირებული ოფისი.