გამოკითხვა პროკურატურაში
მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამოკითხვა სამ საათზე მეტს გაგრძელდა. როგორც თავად ამბობს, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონია. ჩაჩიბაია ასევე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გამართლებული არ იყო. ხვალ საგამოძიებო უწყებაში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოიკითხება. გამოძიებას კითხვები, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით აქვს. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.
