კრემლი სტამბოლში დაგეგმილი უკრაინა-რუსეთის მორიგი მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვან გარღვევას არ ელის
კრემლი სტამბოლში დაგეგმილი უკრაინა-რუსეთის მორიგი მოლაპარაკებებისას მნიშვნელოვან გარღვევას არ ელის. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დელეგაციების მორიგი შეხვედრისას ნაკლებად სავარაუდოა შესაძლებელი იყოს რთული საკითხის სრულად მოგვარება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები სტამბოლში 23 ივლისს შეხვდებიან. ცნობილია ასევე, რომ უკრაინის დელეგაციას უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.