უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უცხო ქვეყნების პოლიტიკაში ამერიკული ჩარევის დაფინანსებაზე პოსტი გამოაქვეყნა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უცხო ქვეყნების პოლიტიკაში ამერიკული ჩარევის დაფინანსებაზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გამართული მოსმენა მოიშველია. ბალაშ ორბანის თქმით, ვაშინგტონშიც აღიარებენ, რომ ბაიდენის ადმინიტრაცია უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა და ლიბერალური ელიტისთვის მიუღებელ სახელმწიფოებს ებრძოდა. ორბანის მტკიცებით, უნგრეთის არჩვნებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად ჩართული იყო ასევე USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანტა პაუერი.