აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მისი განცხადების გაზიარებსთვის თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მისი განცხადების გაზიარებსთვის თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა. ტრამპმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე, მედიაფორუმზე ალიევის გამოსვლის ნაწილი გააზიარა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ახალ დონეზე გადავა, რადგან აკავშირებთ ისეთი საერთო ღირებულებები, როგორიც მაგალითად ოჯახური ტრადიციებია.