ვაკის რაიონში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. გარდა ამისა, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა. პროექტის შემდეგ ეტაპზე მოეწყობა გარე განათების ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოს თბილისის მერი გაეცნო.