შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191 ლარის ოდენობით. განცხადებაში ნათქვამია, რომ საგადსახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით. შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება.