ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ „ლაშიჭალისკენ“ მიმავალ გზაზე
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ „ლაშიჭალისკენ“ მიმავალ გზაზე. საავტომობილო გზის დატბორილი ნაწილი გაწმენდილია და მიმდინარეობს დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები. არსებულ მდგომარეობას ეცნობიან და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კურორტ „ლაშიჭალის“ მიმართულებით მიმავალ საავტომობილო გზაზე გადაადგილება დღის ბოლომდე აღდგება.