ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. წუხელ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.გადაადგილების პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე მალევე გადაიყვანეს. ამ დროისთვის პრობლემები რჩება ლენტეხის რამდენიმე სოფელში. სტიქიამ დააზიანა ორი სოფლის, ჩუკურისა და ნაკიშერის დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი პირდაპირი გზა აღარ არსებობს. ასევე, გარესამყაროს მოწყვეტილად ითვლება სოფელი ბავარი.
