მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება
მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. დღეს, გამოკითხვაზე დაბარებულია თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, ის უკვე მივიდა საგამოძიებო უწყებაში. ხოლო ხვალ კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.გამოძიებას კითხვები 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირბით აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ გიორგი გახარია იყო.