მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს
მოთხოვნები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ ისმის, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით არადემოკრატიულია. მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კანონები, რომლის გაუქმებასაც ბრიუსელი საქართველოსგან ითხოვს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირში არ არის. მისივე თქმით უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ხელში ქართველ ხალხზე ზეწოლის ინსტრუმენტია.