აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილმა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილმა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ორი ქვეყნის ურთიერთობები, ეკონონიკური პოტენციალის სრულად გამოყენება, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოს და აზერბაიჯანის როლი- ამ საკითხებზე ისაუბრეს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა, რა თქმა უნდა ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებზე და გლობალურ საფრთხეებზე.