პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გამორჩეულად წარმატებულია და ხანგრძლივ თანამშრომლობასა და მეგობრობას ეფუძნება. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დადებითად შეფასდა ორმხრივი ვიზიტების დინამიკა. აღინიშნა შუა დერეფნის მზარდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა და სტრატეგიული სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების დიდი პოტენციალი. საუბარი შეეხო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს და ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას.