უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიბერალებმა სიტყვა დემოკრატია დაამახინჯეს, რათა ლეგიტიმაცია წაართვან მათ, ვინც მათი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ წასვლას ბედავს. ვიქტორ ორბანი დემოკრატიის სამართლებრივი საფუძვლის აღდგენის პირობას დებს და წერს, რომ მისი მთავრობა, ევროპელი პატრიოტების ჯგუფთან ერთად იბრძვის ევროპის ქრისტიანული, კონსერვატიული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მომავლისთვის.