აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
