გაზრდილი შემოსავლები ტურიზმიდან
ისევე, როგორც ზოგადად ეკონომიკა, ტურიზმის სექტორი წელსაც ზრდის დინამიკას ინარჩუნებს. მონაცემები მიმდინარე წლის მეორე კვარტალს მოიცავს. მაჩვენებლები ხუთი პროცენტით არის მომატებული. ეს კი პირდაპირ კავშირშია პირდაპირი საჰაერო რეისების რაოდენობაზე, რომელიც წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია, ასზე მეტი მიმართულებით ოპერირებს. ტურიზმიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავლებს სპეციალისტები მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირებენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
