ინფრასტრუქტურული პროექტები
ჯუთამდე მისასვლელი გზა აღდგება. მანამდე კი დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები მონაწილეობენ. აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. პარალელურად, მასშტაბური პროექტია დაგეგმილი ხადის ხეობაში. ვითარებას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები