საქართველო - ყაზახეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყაზახეთშია. მარიამ ქვრივიშვილი უკვე შეხვდა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს. საუბარი ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებს შეეხო, კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხებს. ასევე ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობაზე, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომ განვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობაზე.