შეხვედრები თბილისში
საქართველოსა და სომხეთს შორის “უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს. არპინე სარგსიანი საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მთავრობის მეთაურმაც მიიღო. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
