ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 126-ე შეხვედრა გაიმართა
იმსჯელეს წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებზე. ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.უკანონო პატიმრობაში 10 მოქალაქე რჩება. ასევე განიხილეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევები. მომდევნო შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება.