პროკურატურამ ბათუმში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა 18 ივლისს, ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდნენ. იმავე დღეს ბათუმში მდებარე რესტორანში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ასევე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქის მიმართ, შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სროლის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა