პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის“ ფარგლებში იყო ორგანიზებული და მასში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ. მიზანი გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში შეტანილი ცვლილებების განხილვა და დოკუმენტის მთავარი სიახლეების და დაგეგმილი ცვლილებების ბიზნესისთვის წარდგენა იყო.
