ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ვაჭრობის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მხრივ.
