მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, რეფორმის პირველ ეტაპზე, ოპტიმიზაციის შედეგად ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში წლიურად 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.
