პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე - ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.