ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ცრუ ბრალდებების გამო, ბარაკ ობამას და სხვა პიროვნებათა დასჯას ითხოვს
ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული „დიპ სთეითის“ დავალებით ჩაიდინეს. კონკრეტული მტკიცებულებები ამერიკის იუსტიუციის დეპარტამენტს გადაეგზავნება. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის ამ განცხადებებზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ტულსი გაბარდი გულისხმობს, ადასტურებს იმას, თუ როგორ მოქმედებს დიფსთეითი იმ ყველაფრის მიმართ, რაც მათთვის მიუღებელია. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რიტორიკა შეცვალეს და ამბობენ, რომ დიფსთეითის განმარტების აღქმა ამერიკაში განსხვავებულია.