ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის განცხადებას პრემიერ-მინისტრის ეხმიანება
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყვნენ ჩართული, პრემიერ მინისტრი ეხმიანება. ირაკლი კობახიძე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ანალოგიურ კამპანიას ქართველი საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს.