პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე - ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
