პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს
პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და ეხმიანება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. პრემიერი წერს, რომ ანალოგიურ კამპანიას ქართველი საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს.
