სკოპიეში ევროპის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
სკოპიეში ევროპის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი იყვნენ. ოლიმპიური ფესტივალი დღეს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. საქართველოს სახელით კი ტურნირზე სპორტის 9 სახეობაში 36 სპორტსმენი იასპარეზებს.
