იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტის ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა
იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტის ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. წინასწარი შედეგებით, ლიბერალ-დემოკრატებმა და პარტია კომეიტომ 48 მანდატი მოიპოვეს, რაც უმრავლესობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. გუშინდელი არჩევნების შედეგებით პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს პოპულისტურმა პარტიებმა, რომლებიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და გადასახადების შემცირების მოწოდებით გამოდიან.
