რუსულმა ძალებმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით კიდევ ერთი მასირებული თავდასხმა მოაწყვეს
რუსულმა ძალებმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით კიდევ ერთი მასირებული თავდასხმა მოაწყვეს. მათი სამიზნე კიევისა და ხარკოვის ოლქები გახდა. კიევში ოკუპანტთა თავდასხმას ერთი კაცი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 12 ადამიანი დაშავდა საჰაერო იერიშის შედეგად ხარკოვში. საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული დნეპრის, ჩერნიგოვის, პოლტავის, სუმის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, ჩერკასისა და ვინიცის ოლქებშიც.
