საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბათუმის პორტში ერთი ადამიანი დააკავა
საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბათუმის პორტში ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა, საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულის პირადი და ნივთების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.