ჰონგ კონგს ტაიფუნმა „ვიფამ“ გადაუარა
ჰონგ კონგს ტაიფუნმა „ვიფამ“ გადაუარა. ძლიერმა ხარიშხალმა ქალაქში ხეები წააქცია, რის შედეგადაც ავტომობილები დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები. უამინდობის გამო შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება. გაუქმდა 200-ზე მეტი ავიარეისი. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.